AU PAIR მენიუ
  • Au Pair პროგრამა
  • Au Pair გერმანიაში
  • Au Pair ავსტრიაში
  • მონაწილეობა
  • გოეთეს სერთიფიკატი
  • შთაბეჭდილებები
  • კითხვა-პასუხი
  • დაგვიკავშირდით

 

.

გერმანიაში აუ-პაირად ყოფნის შთაბეჭდილებები

"გერმანიაში აუ-პაირად წასვლის იდეა თავში მოულოდნელად მაშინ მომივიდა, როდესაც მივხვდი რა მოსაბეზრებელია უსაქმოდ სახლში ჯდომა. მომინდა გამეგო თუ როგორ ცხოვრობს ხალხი იქ და საკუთარი თავიც მეჩვენებინა, რა თქმა უნდა :)) ჰოდა, ეხლა გერმანიაში ვარ. ოჯახი ძალიან კარგი შემხვდა, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არა მაქვს - ვუვლი ორ ბავშვს - სიმონს (1 წლის) და ვიქტორს (5 წლის). სანამ მშობლები სამსახურში არიან სიმონს ვეთამაშები, ხოლო კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ საბავშვო ბაღიდან გამომყავს უფროსი ვაჟი ვიქტორი. შაბათ-კვირა დასვენების დღეებია. თავდაპირველად ყველგან დავყავდი ოჯახს, ხშირად მივდიოდით ბერლინში, თავიანთ ნათესავებთან. შემდეგ ენის კურსებზე გავიცანი გოგონები და ეხლა უკვე თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ვიკრიბებით ბერლინში. ახალგაზრდები აქ ძალიან საინტერესონი არიან, იცმევენ თავისუფლად, არავითარი კომპლექსები არა აქვთ არც ჩასაცმელზე და არც ქცევაში. ყველანი ძალიან კარგად აღზრდილები და თავაზიანები არიან. მოკლედ, აქ ძალიან მომწონს! რა თქმა უნდა ხანდახან სახლი და მეგობრები მენატრება, მაგრამ გულახდილად თუ ვიტყვი დაბრუნების სურვილი მაინც არა მაქვს. ჩამოდით გერმანიაში!"
ნათია, 22 წლის - ბერლინი

"სალამი გერმანიიდან! ყველას ვურჩევდი გამოსცადოს საკუთარი თავი აუ-პაირად. იმ ნახევარი წლის განმავლობაში, რაც აქ უცხო ოჯახში ვიმყოფები, იმდენი რამ ვისწავლე, და იმდენი გამოცდილება მიივიღე, რომ ... ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ მათი ცხოვრება ასე განსხვავდებოდა ჩვენისაგან. ტურისტული მოგზაურობისას ყველაფერს ვერ ამჩნევ. დასანანია, რომ უკან უნდა ჩამოვიდე თბილისში და უნივერსიტეტის მეხუთე კურსი დავხურო, თუმცა იმედი მაქვს ადრე თუ გვიან ისევ დავბრუნდები გერმანიაში სტაჟირებაზე, ან რაიმე სხვა გზით. ახლა სახლში ძნელი იქნება ყველაფერთან თავიდან შეგუება. მე უკვე ევროპული ცხოვრების სტილს მივეჩვიე. სანამ ახლაგაზრდა ხარ ყველაფერი უნდა სცადო, მე ასე ვთვლი, და მერე უკვე გამოჩნდება რა უფრო შეგიძლია. აუ-პაირ ბიუროს დიდ მადლობას ვუხდი, რადგან საშუალება მომცა მენახა გერმანია."
მარტა, 23 წლის - დიუსელდორფი

"უკვე მეორე წელიწადი იწყება რაც გერმანიაში ვარ, თავიდან როგორც აუ-პაირი, ეხლა კი როგორც სტუდენტი. პრინციპში ყველაფრით კმაყოფილი ვარ, საინტერესო სამსახურიც მაქვს. ყოფილ მასპინძელ ოჯახთან დღემდე ვმეგობრობ, და სხვებსაც იგივეს ვურჩევდი. ჩემს სახლში ჩამოსვლა ცხადია ძალიან მინდა, მაგრამ საზღვარგარეთ განათლების მიღებაც საჭიროა. ეს მომავალი კარიერისთვისაც აუცილებელია და უბრალოდ ცხოვრების რამდენიმე წელიწადის ხალისიანად გატარება საზღვარგარეთ არ არის ურიგო."
მადონა, 21 წლის - ფრანკფურტი

"გამარჯობათ! ჩემი აუ-პაირ წელიწადი უკვე დამთავრდა, მაგრამ გადავწყვიტე კიდევ დავრჩე გერმანიაში. უკვე დავიწყე FSJ კურსი და კიდევ ერთი წელი ვისწავლი გერმანიაში, მერე კი ვნახოთ. მე აქ ვფიქრობ შემდგომში კარგი სამუშაო ვიშოვო, კარიერის კარგი პერსპექტივებია. ურჩევდი იმ გოგონებს, რომლებიც სახლში ზიან ჩამოვიდნენ აუ-პაირად. ბევრს ეშინია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით  სახლში ყოფნაც არ არის მთლად უსაფრთხო. უცხო ოჯახში ერთი წელი ცხოვრება ადვილი როდია, მაგრამ რაც მთავარია კარგი ურთიერთობა უნდა ააგო და გერმანული ოჯახი საკუთარივით მოგეჩვენება. საერთოდ აქ კარგი ხალხია, ოჯახი მე დღემდე მეხმარება, მიუხედავად იმისა რომ, ვალდებულნი სულაც არ არიან."
ხათუნა, 22 წლის- მიუნსტერი

"ჩვენ ერთმანეთი კიოლნში გავიცანით, აქ სხვადასხვა დროს ჩამოვედით. თავიდან სულ მარტო ვგრძნობდით თავს და მოსაწყენი იყო. შემდეგ გავიცანით ერთმანეთი ენის კურსებზე და უკვე ერთი თვით ადრე ვაწყობთ ხოლმე გეგმებს - ხან ერთ ქალაქში მივდივართ, ხან მეორეში. მოკლედ მხიარულად ვცხოვრობთ. მეგობრები ბევრი გვყავს ადგილობრივი მცხოვრებლებიდანაც. უკვე არც კი გვჯერა, რომ ეს როდესმე შეიძლება დასრულდეს. ოჯახებში სირთულეები რა თქმა უნდა არის ხოლმე. განსხვავება მენტალიტეტსა და ხასიათში თავს იჩენს. ბავშვები თავდაპირველად საერთოდ არ გვიჯერებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შეგვეჩვივნენ და ახლა ძალიან ვუყვარვართ. საჭმელი ჩვენგან ძალიან განსხვავდება :) სხვა, ყველაფერი ნორმალურია. ჩამოდით!"
ეკა, 20 წლის, მანონი 21 წლის, ლიზი 24 წლის - კიოლნი

როგორ ჩაიარა პირველმა შეხვედრამ, როგორ წარიმართა ურთიერთობები ოჯახთან და ბავშვებთან?

"რა თქმა უნდა, ჩვენ მიმოწერა გვქონდა ოჯახთან ჯერ კიდევ ჩემს ჩასვლამდე, ამიტომ ერთმანეთის შესახებ გარკვეული წარმოდგენები უკვე გაგვაჩნდა. აეროპორტში მე მაშინვე ვიცანი (სურათების მიხედვით) ჩემი მასპინძელი ოჯახი: ცოლი, ქმარი და ორი ბიჭუნა (5 და 2 წლის). ძალიან თბილად მიმიღეს. პირველსავე დღეებში - ყველაფერი სიახლეა, მერე კი იწყება ყოველდღიურობა. მე დამათვალიერებინეს ახლომახლო ტერიტორია, მაღაზიები, სადაც ოჯახი დადიოდა საყიდლებზე; თუმცა ძალიან გაიკვირვეს, როცა მე უარი ვთქვი მათი ავტომანქანის აღებაზე, იმისათვის რომ მევლო საყიდლებზე და მეტარებინა ბავშვები. გულახდილად რომ ვთქვა, მე ასეთი საგმირო საქმისთვის სრულიად არ ვიყავი მზად. აუ-პაირად ყოფნა ნიშნავს, არა მარტო შეისწავლო ენა და მოასწრო ყველგან ყოფნა და ყველაფრის მონახულება, არამედ საჭიროა მუშაობაც. უნდა გაინაწილო პასუხისმგებლობა და მოვალეობები ბავშვების მშობლებთან ერთად, რომლებიც თვითონ ვერ ახერხებენ მარტო შესრულებას, ამიტომაც გიწვევენ შენ."
ლელა, 19 წლის - რეგენსბურგი

ძნელი იყო უცხო ქვეყანაში უცხო ენაზე საუბარი?

"მე ძალიან ვნერვიულობდი ჩემი გერმანულის ცოდნის გამო. რას ლაპარაკობდა უმცროსი ქალიშვილი, პირველ ხანებში საერთოდ ვერ მესმოდა. თუ თქვენ გეცოდინებათ ისევე გერმანული, როგორც მაშინ მე ვიცოდი, როცა იქ ჩავედი, ოჯახში ბავშვები ისეთ დამოკიდებულებაში იქნებიან, როგორც დიდ ბავშვს: მზად არიან აგიხსნან უცხო სიტყვები, გეხმარებიან გამოთქმების სისწორეში, ამიტომ თქვენ ადვილად შედიხართ მათ კომპანიაში."
თამილა, 20 წლის - გოტინგენი

"გერმანიაში ენის კურსებზე ძალიან კარგი იყო: იქ იყო 8 პატარა მყუდრო ოთახი. სანამ კლასში შეხვიდოდი, აუცილებლად უნდა შესულიყავი ადმინისტრაციის ოთახში, სადაც დირექტორი კეთილგანწყობით ხვდებოდა სტუდენტებს და ეკითხებოდა სხვადასხვა რამეს. იქ იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული გოგონები. ჩვენ გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით, ერთმანეთში კი გერმანულად ან ინგლისურად ვსაუბრობდით ხოლმე."
ლიკა, 22 წლის - ფრაიბურგი


რას აკეთებდი: შენი მოვალეობები სახლში, ბავშვებთან და ა. შ.?

"მე უნდა მემუშავა კვირაში 5 დღე, სინამდვილეში მუშაობა ამას შეიძლება პირობითად ვუწოდოთ. ჩვეულებრივ, საუზმის შემდეგ მიმყავდა პატარა ბიჭუნა სკოლაში, გოგონა - საბავშვო ბაღში. ჩვენ ბავშვებთან ერთად ვასრულებდით სხვადასხვა დავალებებს: ვკითხულობდით, ვითვლიდით... მე ვეხმარებოდი დიასახლისს საყიდლებზეც, ვაუთავებდი, ხანდახან საჭმელს ვამზადებდი."
ანი, 21 წლის - შტუტგარტი

"სამუშაოს უმეტესი ნაწილი ბავშვებთან არის დაკავშირებული. პლუს შეიძლება გთხოვონ მტვერსასრუტით მტვრის აღება კვირაში ერთხელ, სახლის წესრიგში მოყვანა ან სარეცხის დაუთოვება. რა თქმა უნდა საოჯახო საქმეებს ასრულებ შენი სამუშაო დროის ფარგლებში. თუ გინდა რომ შენ ჩაგთვალონ ოჯახის სრულუფლებიან წევრად, მოემზადე უფროსი დის როლის შესასრულებლად, რომელიც მონაწილეობას იღებს საოჯახო საქმეებში და ეხმარება მშობლებს."
მაია, 23 წლის - პასაუ

დასკვნები "აუ-პაირ" პროგრამიდან

"მე ვთვლი, რომ ყოველ სიტუაციაში უნდა დავინახოთ თავისი უპირატესობა. ყველაფერი, რა თქმა უნდა ინდივიდუალურია. ჩემი მეგობარი, მაგალითად, აუ-პაირად ყოფნისას შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს და ეხლა უკვე საკუთარ შვლებს ზრდის. ჩემი გეგმები კი სრულიად განსხვავებული ხასიათისა იყო: ინტენსიურმა ენის კურსებმა და დატვირთულმა პრაქტიკამ შესაძლებლობა მომცა ჩამებარებინა მისაღები გამოცდები ჩემს მიერ შერჩეულ კოლეჯში მიუნხენში".
ეთერი, 19 წლის - მიუნხენი

"მე მომეწონა აუ-პაირად ყოფნა, და ეს არის მთავარი. უპრობლემოდ და რაიმე გაუგებრობების გარეშე, რა თქმა უნდა არ არსებობს არაფერი. მაგრამ თუ შევაფასებთ მთლიანობაში: მე გავეცანი უცხო კულტურას, შევისწავლე ენა, ოჯახთან ერთად ვიმოგზაურე დასასვენებლად ალპებში (ყველაფერი ოჯახმა გადაიხადა). მთლიანობაში ღირს, რა თქმა უნდა."
მარი, 21 წლის - საარბრუკენი

 
 
სააგენტო აუ-პაირ გერმანია | ტელ.: 595–251–800 | Email: au-pair@au-pair.ge