AU PAIR მენიუ
  • Au Pair პროგრამა
  • Au Pair გერმანიაში
  • Au Pair ავსტრიაში
  • მონაწილეობა
  • გოეთეს სერთიფიკატი
  • შთაბეჭდილებები
  • კითხვა-პასუხი
  • დაგვიკავშირდით

 

.

რა არის აუ-პაირი? | უფლებები და მოვალეობები

აუ-პაირები არ არიან ოჯახის მოსამსახურეები! ოჯახში მათ ისეთივე მდგომარეობა უკავიათ, როგორც მაგალითად უფროსს ვაჟს ან ქალიშვილს. აუ-პაირის მოვალეობები მრავალგვარია და დამოკიდებულია პირველ რიგში მასპინძელი ოჯახის ცხოვრების წესზე. ეს მოვალეოები ინდივიდუალურად განისაზღვრება აუ-პაირსა და ოჯახს შორის შეთანხმების საფუძველზე. უმრავლეს შემთხვევაში იგი მოიცავს მხოლოდ საოჯახო საქმეებში მიხმარებას და ბავშვების მიხედვას. ყოველდღიური სამუშაო დრო შეადგენს 5 საათს (შესაბამისად კვირაში 30 საათს). სამუშაო დროის გადანაწილება შეიძლება მოხდეს ინდივიდუალურად, ოჯახთან შეთანხმებით. 

ბავშვებთან მუშაობას მიეკუთვნება:
ბავშვების ჩაცმა, დაბანა, ყურადღების მიქცევა, გასეირნება და მათთან თამაში, ზღაპრების ან მოთხრობების წაკითხვა, სიმღერა და ა. შ.  ბავშვების წაყვანა საბავშვო ბაღში, სკოლაში, სხვადასხვა ღონისძიებებზე, როგორებიცაა ტანვარჯიში, ცურვა, მუსიკის გაკვეთილები და სხვა. მათი უკან წამოყვანა, დასაძინებლად მომზადება. აუ-პაირები ყველა ამ საქმეს გულმოდგინებით და შემოქმედებითად უნდა მიუდგნენ.

საოჯახო საქმეებს მიეკუთვნება:
სახლის დასუფთავებაში მიხმარება, მტვერსასრუტით მტვრის აღება და გადაწმენდა, თეთრეულის დარეცხვა, დაუთოვება, საუზმის და მარტივი კერძების მომზადება, საჭმელების გაკეთებაში მიხმარება, სამზარეულოს მილაგება. სახლისთვის ყურადღების მიქცევა, შინაური ცხოველების მიხედვა, ოთახის მცენარეების მოვლა და ბაღში მიხმარება.

მასპინძელმა დიასახლისმა ისე უნდა დაგეგმოს სახლის სამუშაოები, რომ აუ-პაირს დიდი დატვირთვა და გაუთვალისწინებელი სამუშაოები არ შეხვდეს.

აუ-პაიერი გერმანიაში | აუ-პაიერი ავსტრიაში

 
 
 
 
 
 
სააგენტო აუ-პაირ გერმანია | ტელ.: 595–251–800 | Email: au-pair@au-pair.ge