AU PAIR მენიუ
  • Au Pair პროგრამა
  • Au Pair გერმანიაში
  • Au Pair ავსტრიაში
  • მონაწილეობა
  • გოეთეს სერთიფიკატი
  • შთაბეჭდილებები
  • კითხვა-პასუხი
  • დაგვიკავშირდით

 

კითხვა-პასუხი

.
არ ვიცი გერმანული ენა, მაგრამ სურვილი მაქვს რომ შევისწავლო, შემიძლია თუ არა პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
დიახ, შეგიძლიათ. მოგვმართეთ და ჩვენი პედაგოგი დაგეხმარებათ გერმანული ენის სწრაფად შესწავლაში - მოგამზადებთ Start deutsch 1 გამოცდისთვის.

შეუძლიათ თუ არა ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება ვაჟებს?
დიახ, თეორიულად შეუძლიათ, თუმცა პრაქტიკულად იმის გამო რომ ოჯახებისაგან აუ-პაირ ვაჟებზე მოთხოვნა ფაქტიურად არ არსებობს, ჩვენი ფირმა ვაჟებისაგან საბუთების მიღებას თავს არიდებს.

შეიძლება თუ არა გერმანიაში გამგზავრება 27 ან მეტი ასაკის გოგონებისათვის?
არა, სამწუხაროდ არ შეიძლება. გერმანიაში გამგზავრების მსურველი არ უნდა აღემატებოდეს ასაკით 26 წელს (მხოლოდ 18-დან 26 წლის ჩათვლით). თუ თქვენ საკმაოდ მალე გისრულდებათ 27 წელი, უნდა მოგვმართოთ სასწრაფოდ.

რა ჯდება აუპაირ პროგრამით გამგზავრება გერმანიაში?
ფიქსირებული და ერთიანი ფასი არ არსებობს, თუმცა ეს არის ყველაზე იაფი პროგრამა. პირველ ეტაპზე იხდით გერმანიაში მასპინძელი ოჯახის მოძებნის თანხას აუ პაირ ბიუროში, შემდეგ ვიზის თანხას გერმანიის საელჩოში, ბოლოს ყიდულობთ ავიაბილეთს. საერთო ხარჯი მიახლოებით 800 ლარის ფარგლებშია (ავიაბილეთის ჩათვლით).

შეიძლება თუ არა აუ-პაირ პროგრამით გერმანიაში ან ავსტრიაში 1 წელიწადზე მეტი ხნით დარჩენა?
არა. აუ-პაირის ვიზა არ შეიძლება გაგრძელდეს 1 წელზე მეტ ხანს. თუ აუ-პაირის ვიზა შეიცვლება სხვა ვიზით (მაგალითად, სტუდენტურით), მაშინ შეიძლება ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი დროით დარჩენა.

აუცილებელია თუ არა ვიყო სტუდენტი, რათა მონაწილეობა მივიღო აუ-პაირ პროგრამაში?
არ არის აუცილებელი.

რამდენ ხანს გრძელდება მასპინძელი ოჯახის მოძებნის პროცესი?
ოჯახის მოძებნის პროცესი ზუსტი ვადის განსაზღვრა შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია ოჯახის და აუ-პაირის მოთხოვნებზე, გერმანული ენის ცოდნაზე, მართვის მოწმობის არსებობაზე, სურათების ხარისხზე და ა. შ. თუმცა ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად მოვძებნოთ მასპინძელი ოჯახი. გერმანიაში როგორც წესი ეს ხდება დაახლოებით 1-4 კვირაში, ავსტრიაში 1-3 თვეში.

შეიძლება თუ არა ხელმეორედ გერმანიაში აუ-პაირად  გამგზავრება?
არა, არ შეიძლება. აუ-პაირს შეუძლია გაემგზავროს ერთი და იგივე ქვეყანაში მხოლოდ ერთხელ. გერმანიაში აუ-პაირად ნამყოფ გოგონებს ვურჩევთ გაემგზავრონ მეორე გერმანულენოვან ქვეყანაში - ავსტრიაში.

თუ გაქვთ აუ-პაირ პროგრამა გერმანიის და ავსტრიის გარდა სხვა ქვეყნებში, მაგალითად ინგლისურენოვან ქვეყნებში?
არა, ამჟამად შეგვიძლია შემოგთავაზოთ მხოლოდ ეს ორი გერმანულენოვანი ქვეყანა.

არ ვიცი გერმანული, სამაგიეროდ ვიცი თავისუფლად ინგლისური ენა თუ შეიძლება გერმანიაში მომიძებნოთ ინგლისურენოვანი ოჯახი?
არა, არ შეიძლება. ინგლისურენოვან ოჯახს არა აქვს მიწვევის უფლება. აუ-პაირს გერმანიაში იწვევენ გერმანული ენისა და კულტურის გასაცნობად და არა ინგლისურის.

შეიძლება თუ არა საერთოდ ინგლისში აუ-პაირად გამგზავრება?
არა, არ შეიძლება. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მაცხოვრებლებზე ინგლისში წასასვლელად  აუ-პაირ ვიზებს არ გასცემენ.

რა ღირს თვითმფრინავით მგზავრობა გერმანიამდე?
თვითმფრინავის ბილეთის ფასი დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე, მგზავრობის კლასზე და ქალაქზე სადაც მიემგზავრებით. თბილისიდან გერმანიამდე თვითმფრინავით მგზავრობა საშუალოდ 260-დან 300 ევრომდე დაგიჯდებათ.

.
 
 
სააგენტო აუ-პაირ გერმანია | ტელ.: 595–251–800 | Email: au-pair@au-pair.ge